მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ფარმადეპოს შეძენას გეგმავს
"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" "ფარმადეპოს" შეძენას და ქვეყანაში ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის შექმნას გეგმავს

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ფარმადეპოს შეძენას გეგმავს

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” “ფარმადეპოს” შეძენას და ქვეყანაში ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის შექმნას გეგმავს.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ფარმადეპოს ყიდვას გეგმავს. საქართველოში სიდიდით მეოთხე ფარმაცევტული კოპმანიის შეძენით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (ევექსი) ქვეყანაში ყველაზე მსხვილი მოთამაშე ხდება სააფთიაქო ბაზარზე. გარიგება ამ დროისთვის კონკურენციის სააგენტოს დამტკიცებას მოითხოვს.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ABC Pharmacia-ს (ფარმადეპო) შერწყმას GPC-სთან ერთად გეგმავს და შედეგად ახალ სააფთიაქო ქსელს JSC Georgian Pharmacy-ს (GEPHA) ქმნის.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის წილი ახალ კომპანიაში 67% იქნება, დარჩენილი 33% აქციების მფლობელი კი ფარმადეპო იქნება, კერძოდ კომპანიის აქციონერები ენრიკო ბერიძე და მიხეილ აბრამიძე.

GEPHA -ს მფლობელობაში საქართველოს მასშტაბით 230 სააფთიაქო ქსელი იქნება.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ფარმადეპოს აქციებში 25 მილიონ დოლარს გადაიხდის, აქციების 33%-ს კი ახალ ფარმაცევტულ კომპანიაში ფარმადეპოს 2 აქციონერს გადასცემს.

გარიგების დასრულებას ევექსი 2017 წლის იანვარში ელოდება. თანხის სრულად გადახდა 5 წლის ვადაში მოხდება, პირველ ტრანზაქციას კი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი 12 მილიონი დოლარის ოდენობით, გარიგების დასრულებისას აპირებს.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …