12 წლის გოგონას ოჯახი დახმარებას ითხოვს. როგორც “ნიუპოსტს” მოზარდის ახლობლებმა აცნობეს, გოგონას თირკმლის ნეფროსკლეროზი (თანდაყოლილი თირკმლის უკმარისობა) აქვს.
მათი თქმით, ანამ მხოლოდ მიმდინარე წლის, 5თვეში ორი ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. წინ კიდევ ერთი, საკმაოდ რთული ოპერეცია ელის.
“ანას აქვს უმძმესი თანდაყoლილი დიაგნოზი ცერებლარული დამბლა და უჭირს გადადგილება. გოგონა ამ დრომდე სახელმწიფოსგან საჩუქრად მიწოდებული ეტლით სარგებლობდა, თუმცა სამწუხაროდ ნაჩუქარი ეტლი მალე გამოვიდა მწყობრიდან და დაზიანდა, რის გამოც სკოლაში სიარულს ვეღარ ახარხებს, მას კი ყველზე მეტად უყვარს სკოლა და ბავშვები. სახეზე ათინათები უთამაშებს როცა ბავშვების ჟრიამული ესმის გარეთ, მერე თვალები უსევდიანდება მასაც, რომ არ შეუძლია თუნდაც ეტლით იყოს მათთან… მე მჯერეა რომ შეუძლებელი არფერია, ანასაც გამოუჩნდება თოვლის ბაბუა რომელიც ახალი ეტლით გაახარებას… დიდი სურვილი გვაქვს რომ ჩვენ შევძლოთ საჭირო თანხის შეგროვება.
ვიცი გულთან მიიტანთ ანას ისტორიას და დახმარების მსურველებმა გთხვთ გადმორიცხოთ თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია იალქანი-ს ანგარიშზე TBC BANK GE93 TB79 9073 6080 1000 0
ან დაგვიკავშირდეთ ნომ 599 20 96 46
“ანასთვის ასევე ძალინ გვჭირდება საკვები პროდუქტი,”– უთხრა “ნიუპოსტს” არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა თიკო აბაშიძემ.