საქველმოქმედო ფონდ “სავსე გულით” და თბილისის მერიის მხარდაჭერით, 15 შშმ პირის პროფესიული გადამზადება მოხდა.
პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებმა სოციალური უნარების განვითარების, სამოქალაქო განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ტრეინინგები გაიარეს და შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.
ტრენინგების გავლის შემდეგ ორი ბენეფიციარი უკვე დასაქმდა. პროექტი მიზნად ისახავს შშმ პირების დასაქმებას.
2030.news