C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა მიმდინარეობს. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გახსნეს.
მათ პირველი ფაზის მიმდინარეობა შეაფასეს. შეხვედრის მონაწილეები სამომავლო გეგმებსა და პრევენციის გზებზე მსჯელობენ.
“ჩვენ ორი დღის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა, რომ დეტალურად შევაფასოთ მიმდინარე პროექტი, გამოვყოთ მისი მიღწევები, ის წერტილები, რომელსაც გაძლიერება სჭირდება,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
Jandacvis Saministro