მთავარი » ახალი ამბები » თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის სახელმწიფო პროგრამის შექმნა იგეგმება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის“ შეხვედრა გაიმართა.

თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის სახელმწიფო პროგრამის შექმნა იგეგმება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის“ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ მიმართა. კომისია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა, ვინაიდან სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაცვა მავნე ანთროპოგენური ზემოქმედებისგან.

უწყებათშორისი კომისიის მიზანია „ქ. თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ” სახელმწიფო პროგრამის შექმნა, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ასს-ები) გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების თანამედროვე ეფექტური სისტემის დანერგვა და ამოქმედება, ავტოპარკის გაახალგაზრდავების და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების ხელშეწყობა, საავტომობილო საწვავის ხარისხის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და მოდერნიზაცია, საგზაო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო ნაკადების მართვის გაუმჯობესება, მშენებლობის სექტორის რეგულირება და მწვანე საფარის მოწყობა, ჰაერის ხარისხის და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, დაბინძურებული ჰაერის ზეგავლენის შეფასება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, თბილისის მერიისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …