მთავარი » სოციალური » ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დასახმარებლად საქველმოქმედო მარათონი გაიმართება
2016 წლის 9 ოქტომბერს „საზღვაო ჰოსპიტალის“ ინიციატივით და „ევროპა დონას“ მხარდაჭერით ქ. ბათუმში ტარდება საქველმოქმედო მარათონი ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დასახმარებლად.

ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დასახმარებლად საქველმოქმედო მარათონი გაიმართება

2016 წლის 9 ოქტომბერს „საზღვაო ჰოსპიტალის“ ინიციატივით და „ევროპა დონას“ მხარდაჭერით ქ. ბათუმში ტარდება საქველმოქმედო მარათონი ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დასახმარებლად.

სარბენი მანძილი საორიენტაციოდ იქნება ანბანის კოშკიდან აეროპორტამდე. მარათონის დასაწყისი 9 ოქტომბერს 09:00 საათზე.

სპეციალურად მარათონისთვის ინტერნეტ სივრცეში განთავსებულია ვებ გვერდი, marathon.mh.com.ge სადაც რეგისტრაციის და თანხის გადახდის შემდეგ პიროვნებას მიენიჭება ნომერი, რითაც იასპარეზებს მარათონზე. მონაწილეობის საფასური 15–20 ლარი გასარბენი მანძილის მიხედვით. შემოსული თანხა გადაირიცხება „ევროპა დონას“ ანგარიშზე.

აქვე ავღნიშნავთ რომ შესაძლოა ვერ ირბინოთ მაგრამ მაინც შეიტანოთ თანხა. ღონისძიების მიზანია ფონდების მოძიება და ამ საკითხზე მოსახლეობის, პოლიტიკის შემქმნელების ყურადღების გამახვილება. გთხოვთ გაგვიწიოთ  საინფორმაციო მხარდაჭერა და მიიღოთ მონაწილეობა.

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …