მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფარმაცევტებისთვის ტრენინგი ელექტრონული რეცეპტების თემაზე ჩატარდა
ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ელექტრონულ რეცეპტებთან დაკავშირებით ფარმაცევტებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს.

ფარმაცევტებისთვის ტრენინგი ელექტრონული რეცეპტების თემაზე ჩატარდა

ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ელექტრონულ რეცეპტებთან დაკავშირებით ფარმაცევტებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს.

მონაწილეებს ჯანდაცვის სანისტროს წარმომადგენლები ელექტრონული რეცეპტის მოხმარების ინსტრუქციას დეტალურად გააცნობენ. ფარმაცევტებს საშუალება ექნებათ, პერმანენტულ რეჟიმში დასვან კითხვები, ისაუბრონ ელექტრონულ სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მიიღონ საჭირო რეკომენდაციები.

სასწავლო კურსის მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ბერძული დაესწრო. მისი განცხადებით 1 თვის მონაცემებით დღეში დაახლოებით 100 ელექტრონული რეცეპტი იწერება, რაც საკმაოდ კარგი დასაწყისია და ოქტომბრის ბოლოსთვის თბილისის მასშტაბით სისტემაში 250 სააფთიაქო დაწესებულება იქნება ჩართული.

პირველ ეტაპზე სასწავლო კურსში 70 ფარმაცევტი ჩაერთო. აღნიშნული ტრენინგები ფარმაცევტებისთვის 4 ეტაპად ჩატარდება. ელექტრონული რეცეპტის ტესტირება 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და მასში ჯანდაცვის პროვაიდერი, საოჯახო მედიცინისა და ფარმაცევტული ქსელებიდან, ასევე აფთიაქებიდან სუბიექტები სპეციალური მოთხოვნების გათვალისწინებით ჩაერთნენ.

ელექტრონული რეცეპტი საქართველოს ყველა სამკურნალო და სააფთიაქო დაწესებულებაში ეტაპობრივად გავრცელდება და ყველა მსურველს ცხელ ხაზზე დარეკვით სისტემაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა. თავდაპირველად ელექტრონულ რეცეპტზე გადასვლა ნებაყოფლობით, შემდგომში კი სავალდებულო წესით მოხდება.


Jandacvis saministro

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …