თბილისში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კრიზისული ცენტრი გაიხსნა.
14 ბენეფიციარზე გათვლილი ცენტრი, რომელიც შშმ პირებისთვისაც სრულადაა ადაპტირებული, ბენეფიციარებს კანონიერი ინტერესების დაცვას, თავშესაფრით უზრუნველყოფას, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო მომსახურებას გაუწევს, ასევე ხელა შეუწყობს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას.
თბილისში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ მოლო ლიენთან და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ ერიკა კვაპილოვასთან ერთად გახსნა.