ჩაჩავას კლინიკის რადიოლოგები მუშაობისას ევროპასა და ამერიკაში აღიარებული დიაგნოსტიკის მეთოდებს იყენებენ.
ისინი პაციენტებს მკურნალობენ უახლესი ტიპის თანამედროვე აპარატურით, რომელიც დამატებითი ფუნქციებითაა აღჭურვილი. მათ შორის, გამოირჩევა 3D\ 4D განზომილება.
რა სახის ულტრაბგერითი კვლევები არსებობს, რით გამოირჩევა 3D\ 4D ულტრაბგერითი კვლევა ორგანზომილებიანი ექოსკოპიისგან, რამდენჯერ და როდის უნდა ჩაიტაროს ორსულმა ულტრაბგერითიკვლევა, შესაძლებელია თუ არა აღნიშნული კვლევით რომელიმე პათოლოგიის ადრეული გამოვლენა დაორსულობის თანმხლები პრობლემების შემცირება, ან თავიდან აცილება?
ამ და სხვა თემებზე „კვირას“ ესაუბრა ჩაჩავას კლინიკის სერტიფიცირებული წამყვანი ექიმი რადიოლოგი, მარიამ გოცირიძე, რომელმაც სტაჟირება გაიარა და კვალიფიკაცია აიმაღლა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ავსტრიაში, კერძოდ, ავსტრიის AKH უნივერსიტეტში.
– რა არის და რით გამოირჩევა ორსულთა 3D\ 4D ულტრაბგერითი კვლევა ორგანზომილებიანი ექოსკოპიისგან?
– ჩვეულებრივი ულტრასონოგრაფიული, ანუ ორგანზომილებიანი კვლევა იძლევა, ასე ვთქვათ, ბრტყელ სურათს, რომელზეც საკმაოდ ძნელია, ხაზებსა და წერტილებს შორის გავარჩიოთ მუცლადმყოფი ბავშვის სახე. ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა მოცულობითი, სამგანზომილებიანი, ულტრაბგერითი 3D-4 D გამოსახულება, რომელიც წარმოადგენს ნაყოფის მოძრავ გამოსახულებას 3D ფორმატში.
შეგვიძლია, დავაკვირდეთ მას რეალური დროის რეჟიმში, შევაფასოთ მისი გარეგნობა, მათ შორის, ნაყოფის სახე, ცხვირის და პირის ფორმა, დავაკვირდეთ ნაყოფის აქტიურობას, ვნახოთ, თუ როგორ ამთქნარებს და წოვს თითს… ეს ყველაფერი ჩვეულებრივი, ორგანზომილებიანი რეჟიმის პირობებში რთულად მისაწვდომია. 3D\ 4D კვლევის საუკეთესო ვადებად ითვლება ორსულობის 26- 30-ე კვირა.
– პირველად როდის უნდა მივაკითხოთ ულტრასონოგრაფიის კაბინეტს?
– უმჯობესია, ეს ორსულობის მე-3 კვირიდან გავაკეთოთ. სწორედ ამ დროს შეიძლება დადგინდეს: ორსულობა და სანაყოფე პარკის მდებარეობა (საშვილოსნოშია თუ მის გარეთ); ორსულობის ზუსტი ვადა; ნაყოფის გესტაციური ასაკი 2-3 დღის სიზუსტით; მრავალნაყოფიანი ორსულობა; ცრუ ორსულობა; მოსალოდნელი აბორტი.
– ორსულობის რა ვადაზეა მიზანშეწონილი, სხვადასხვა პათოლოგიის დადგენის ან გამორიცხვის მიზნით,დამატებითი ულტრაბგერითი გამოკვლევების ჩატარება?
– ორსულობის დადგენის შემდეგ, XI-XII კვირას, აუცილებელია, ჩატარდეს ექოსკოპია, რათა განვსაზღვროთ ნაყოფის კისრის ნაოჭის სისქე. ეს არის სკრინინგ-ტესტი დაუნის სინდრომის გამოსავლენად, როდესაც ექოსკოპიით მიღებული შედეგი ბადებს დაუნის სინდრომის არსებობის ეჭვს და იგეგმება შემდგომი კვლევები.
მომდევნო კვლევა, ჩვეულებრივ, ორსულობის მე-18- 22 კვირისთვის ინიშნება. კვლევის შედეგი აღნიშნულ ვადაზე ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, შეაფასონ ბავშვის განვითარების პროცესში მომხდარი ნორმალური ცვლილებები, რაც მიუთითებს ნაყოფის ნორმალურ ზრდა-განვითარებაზე, ან გამოავლინონ დარღვევები და დროულად მიიღონ აუცილებელი ზომები.
ეს ოპტიმალური პერიოდია იმისთვის, რომ დადგინდეს: ნაყოფის თანდაყოლილი მანკი; პლაცენტის მდებარეობა, მათ შორის – წინამდებარეობაც; მოსალოდნელი გვიანი აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა. შემდგომი გეგმური კვლევა რეკომენდებულია ორსულობის 32 – 34-ე კვირას. ამ დროს შესაძლებელია: დადგინდეს ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენის სინდრომი; გამოვლინდეს ნაყოფის ზოგიერთი ისეთი პათოლოგია, რომელიც ადრეულ ვადებზე ვერ დაფიქსირდა; დაზუსტდეს ნაყოფისა და პლაცენტის მდებარეობა; განისაზღვროს სანაყოფე სითხის ოდენობა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ნაყოფის ზოგიერთი დაზიანების დროს.
– რა არის დოპლერული გამოკვლევა და რა ინფორმაციას გვაწვდის იგი?
– საშიშია თუ არა ექოსკოპიური კვლევის ხშირი ჩატარება? რამდენად უსაფრთხოა ვაგინალური კვლევა?
– ულტრაბგერა მაღალი სიხშირის ბგერაა (3.5-5 მგ`ც) და მას არაფერი აქვს საერთო რადიაციასთან. მისი სიხშირის სპექტრი ისეთივეა, როგორიც ღამურების ან დელფინების მიერ გამოცემული ბგერებისა. ორსულობისას, ზოგადად, რეკომენდებულია 4-5 კვლევის ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩატარდეს დამატებითი კვლევა, მათ შორის, ტრანსვაგინალური ექოსკოპია, რაც უსაფრთხოა ორსულობის ნებისმიერი ვადისას.