“მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჯანდაცვის ბიუჯეტი 2,5-ჯერ გაიზარდა, ის იყო ძალიან მოკრძალებული“, – ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად მოკრძალებული ბიუჯეტისა სამინისტრომ შეძლო ისეთი ამბიციური პროგრამის მართვა, როგორიც მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევაა.
“ნებისმიერი პროექტის ადმინისტრირების ხარჯების საშუალოდ მიღებულია, რომ არის 15% მთლიანი ბიუჯეტიდან. ჩვენ შემთხევაში სამინისტროს ხარჯები არის ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლები. 3,5 წლის განმავლობაში მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს მსოფლიოში ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან, რომლებიც ყოველწლიურად აკეთებენ პროგრამის შეფასებას. მსოფლიო ბანკის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცალსახა დასკვნაა, რომ იდეალური არცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა არაა მაგრამ ჩვენი არის ზეოპტიმალური.
ქვეყნის ბიუჯეტი არ არის რაიმე ინდუსტრიის და მათ შორის კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების ან ხელშეწყობის ფონდი, ამისთვის სხვა ბიუჯეტები არსებობს. მიუხედავად ამისა, კერძო სადაზღვევო სექტორში დაზღვეულთა რაოდენობა გაზრდილია, რაც არის ინდიკატორი, რომ კერძო სადაზღვეოები ვითარდებიან“, – განაცხადა მინისტრმა.