მთავარი » სოციალური » შრომა » პენსიონერები ისეთ ადგილებზე საქმდებიან, რომელიც მძიმე ფიზიკურ შრომას არ მოითხოვს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენო პენსიონერების დასაქმების საკითხზე ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა.

პენსიონერები ისეთ ადგილებზე საქმდებიან, რომელიც მძიმე ფიზიკურ შრომას არ მოითხოვს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენო პენსიონერების დასაქმების საკითხზე ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა.

სერგეენკოს თქმით, უმჯობესია, კრიტიკამდე, ან რაღაცის შექებამდე ყველამ ამა თუ იმ იდეის კონცეფციაში ჩაიხედოს.

მინისტრის განმარტებით, პენსიონერები ისეთ სამუშაო ადგილებზე დასაქმდებიან, რომელიც მძიმე ფიზიკურ შრომას არ მოითხოვს.

 „პენსიონერების დასაქმება არის ზოგადად ძალიან პრეცედენტული და მთელ რიგ ქვეყნებში არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ერთის მხრივ პენსიონერების დასაქმებას ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ შრომას და რომელიც ერთის მხრივ საშუალოდ ახალგაზრდა ასაკის ადამიანებისთვის ნაკლებად მიმზიდველია, მეორეს მხრივ რაც აუცილებელია და ყურაღების გასამახვილებელია, პენსიონერებისთვის ეს უბრალოდ შანსი მიცემა კი არ არის, არამედ მათი რესურსის რაციონალური გამოყენების მცდელობა.

მაგალითისათვის, დიდ ბრიტანეთში ეს არის კამერონის პროგრამა „მეორე ცხოვრება“, რომელშიც კონცეპტუალურად არის აღწერილი ეს ყველაფერი, რა ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობა შეიძლება ჩამოყალიბდეს პენსიონერებთან, მათი ერთის მხრივ დასაქმების და მეორეს მხრივ მათი გამოცდილების გაზიარების მხრივ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

epn.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …