ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელი აფთიაქების სერიის ფარგლებში ივლისის თვის ოფისის აფთიაქს აქვეყნებს.
ორგანიზაციამ შეისწავლა ამ ჯგუფის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასი და ის ივნისის თვის მონაცემებს შეადარა. როგორც აღმოჩნდა, თუ კი ივნისში ოფისისთვის აუცილებელი მედიკამენტების შეძენა 91 ლარად იყო შესაძლებელი, იმავე მედიკამენტების საყიდლად ივლისში უკვე 84 ლარი იყო საკმარისი.
ამ აფთიაქში შემავალი მედიკამენტების, აქსესუარებისა და ანტისეპტიკური საშუალებების ფასის კლება მნიშვნელოვნად იყო განპირობებული აქსესუარებზე ფასის შემცირებით.
როგორც დაკვირვებამ აჩვენა, ივლისში მნიშვნელოვნად დაიკლო წყალბადის ზეჟანგის ფასმა 1.25 ლარიდან 0.51 ლარამდე, იოდი 1.04 ლარიდან 0.50 ლარამდე. სამედიცინო ლახტის ღირებულებამ ივნისში 14.80 ლარი, ივლისში კი 12 ლარი შეადგინა. თერმომეტრი ივლისში 10 ლარის ნაცვლად 7.15 ლარი ღირდა. ცეტირიზინის ფასმა 2.50 ლარიდან 1.35 ლარამდე დაიკლო, კეტოროლაკი 2.22 ლარის ნაცვლად ივლისში 1.35 ლარი ღირდა.
გაძვირდა იბუპროფენი 2.65ლარიდან 2.80 ლარამდე, ასევე მოიმატა თეთრი ნახშირის (კარბოაქტივი) ფასმაც 0.40 თეთრით- 3.10 ლარიდან 3.50 ლარამდე.
უფრო დეტალურად მედიკამენტის სიისა და ფასის ნახვა შესაძლებელია ცხრილის სახით.
არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა აგრძელებს ფანასკერტელის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასის ცვლილების შესწავლას და მუდმივ რეჟიმში განახლებადი ინფორმაციის დაინტერესებული პირებისთვის მიწოდებას.