9 აგვისტოს, 1100 საათზე ჯანდაცვის პრესკლუბში პოლიტიკური მოძრაობის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერები ირაკლი ყიფიანი და გიორგი პაპავა ეკონომიკური პროგრამის ჯანდაცვისა და სოციალური ნაწილის პრეზენტაციას გამართავენ.
პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური პრიორიტეტები, ჯანდაცვის სფეროში გასაკეთებელი კონკრეტული ცვლილებები და ბოლო წლებში წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის გზები.
პოლიტიკური მოძრაობის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ჯანდაცვის პოლიტიკის მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა კერძო სადაზღვევო სისტემის ჩართულობის ხელშეწყობით.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი საკითხები:
- უნივერსალური ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ტრანსფორმირება და მისი ფოკუსირება სამიზნე ჯგუფებზე.
- მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.
- სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების გზები.
- პირველადი ჯანდაცვის განვითარება.
- მიზნობრივი ჯგუფებისთვის სოციალური დახმარების გაზრდა.
მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
Email: natia.narmania@jandacva.ge; ტელ: 568 27 24 24