მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემისთვის, ფარმაცევტს საქმიანობის უფლება 3 წლით შეუჩერდება
მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტს შეუჩერდება პროფესიული საქმიანობის უფლება 3 წლის ვადით.

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემისთვის, ფარმაცევტს საქმიანობის უფლება 3 წლით შეუჩერდება

ფსიქოტროპულ აფთიაქებზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტს შეუჩერდება პროფესიული საქმიანობის უფლება 3 წლის ვადით.

ასევე, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, აფთიაქის მფლობელს შეეზღუდება ნებართვის აღება 3 წლის ვადით.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეიქმნება რეესტრი, სადაც აღირიცხება კანონდამრღვევი აფთიაქების მფლობელები და ფარმაცევტები.

ფსიქოტროპული აფთიაქის ნებართვას ვერ მიიღებს ნასამართლევი და სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანების მქონე პირი.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …