მთავარი » ახალი ამბები » ჯანდაცვის პრესკლუბში ,,ახალი საქართველოს” წინასაარჩევნო ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
სერგო ჩიხლაძემ დღვანდელ კონფერენციაზე ახალი საქართველოს ინიციატივები გააჟღერა. კონკრეტული ხედვებიდან, რომელიც მათ გააჩნიათ, საუბარი ძირითად საკიხებს შეეხო.

ჯანდაცვის პრესკლუბში ,,ახალი საქართველოს” წინასაარჩევნო ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს ჯანდაცვის პრესკლუბში „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“- ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სერგო ჩიხლაძემ, ჯანდაცვის სფეროში „ახალი საქართველოს“ ხედვები  ჟურნალისტებს გააცნო.

ჯანდაცვის პროგრამების სწორი დაგეგმარება, ეფექტური ადმინისტრირება და პროფესიონალი კადრები მენეჯმენტში – „ახალი საქართველოს“აზრით, ჩამოთვლილი პუნქტები განაპირობებს სისიტემის გამართულ და ნაყოფიერ მუშაობას.

სერგო ჩიხლაძის განცხადებით, აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაზღვეულები ვიქნებით ასეულობით მილიონი ლარის გადახარჯვისგან, უწყება თავიდან აიცილებს სამედიცინო დაწესებულებების და პერსონალის მიმართ მრავალთვიან დავალიანებას და მომსახურების ხარისხის დაქვეითებას.

პრეზენტაციაზე, განიხლეს ჯანდაცვის სფეროში დღეს არსებული გამოწვევები, როგორებიცაა: მიღებული მომსახურების დაბალი ხარისხი, პროგრამების არახარჯთეფექტურობა, არაჯანსაღი კონკურენტული გარემო და გაზრდილი ფასები. 

სერგო ჩიხლაძემ  დღვანდელ კონფერენციაზე „ახალი საქართველოს“ ინიციატივები გააჟღერა. კონკრეტული ხედვებიდან, რომელიც მათ გააჩნიათ, საუბარი მხოლოდ ძირითად საკიხებს შეეხო.

ესენია:

  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კორექტირებისთვის საჭირო ნაბიჯები
  • ჯანდაცვის პროგრამების ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიებით (სოფტებით) დროული და ეფექტური უზრუნველყოფა.
  • სამედიცინო განათლებისა და დიპლომის შემდგომი უწყვეტი განათლების საკითხები.
  • საქართველო – ჯანდაცვის განვითარების რეგიონული ჰაბი.

სერგო ჩიხლაძის განცხადებით, სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, შესაძლებელია ჯანდაცვის სფეროში,  არსებული ხარვეზებისა და ნაკლოვანებების უმოკლეს ვადებში დაძლევა. მისივე თქმით, საქართველო, დღეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, ჯანდაცვის სფერო კი ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. „ახალი საქართველოს“ ჯანდაცვის ჰაბი კი ორიენტირებულა, სწორედ იმაზე, რომ ქართული მედიცინა  სწრაფად განვითარდეს, გახდეს ინოვაციური და იყოს მიმზიდველი მთელი რეგიონისთვის.

პრეზენტაცია ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით ჯანდაცვის პრესკლუბში გაიმართა და მას მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ,  „ახალი საქართველოს“ პროექტი ჯანდაცვის ჰაბი, ინოვაციური პროექტის „Smart hub- საქართველოს“ ერთ-ერთი ნაწილია.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …