მთავარი » სოციალური » „ემაუს საქართველომ” მარნეულში პირველი სოციალური სახლი გახსნა
საქველმოქმედო ორგანიზაცია “ემაუს საქართველომ“ ქალაქ მარნეულში პირველი სოციალური სახლი გახსნა. მოსახლეობას ის რამდენიმე სახის უფასო მომსახურებას სთავაზობს.

„ემაუს საქართველომ” მარნეულში პირველი სოციალური სახლი გახსნა

საქველმოქმედო ორგანიზაცია “ემაუს საქართველომ“ ქალაქ მარნეულში პირველი სოციალური სახლი გახსნა. მოსახლეობას ის რამდენიმე სახის უფასო მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის უფასო სამედიცინო გამოკვლევას, ფსიქოლოგის კონსულტაციასა და ენის შემსწავლელ კურსებს.

“ემაუს საქართველოს” მიერ ორგანიზებულ სოციალურ სახლში მოსახლეობის მიერ შემოწირული სხვადასხვა სახის ნივთია თავმოყრილი: ავეჯი, ტანსაცმელი და წიგნები. სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დაუკავშირდნენ “ემაუსის” წარმომადგენლებს და ორგანიზაციის სატვირთო ავტომობილებით შეძლონ ნივთების სოციალურ სახლში განთავსება.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ სახლში აგრეთვე იგეგმება ხელსაქმის შემსწავლელი უფასო კურსების ორგანიზება. ასევე საჭიროების მქონე მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფაც. “ემაუს საქართველოს” სოციალური სახლების გახსნა თბილისში, ბორჯომსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იგეგმება.

kvira.ge

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …