მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ივნისში აგარაკის აფთიაქის ღირებულება ერთი ლარით შემცირდა
დაკვირვების შედეგად დადგინდა,რომ წინა თვესთან, მაისთან შედარებით აგარაკის აფთიაქის ჯგუფში შემავალი მედიკამენტების ფასი მხოლოდ ერთი ლარით არის შემცირებული.

ივნისში აგარაკის აფთიაქის ღირებულება ერთი ლარით შემცირდა

არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელის აფთიაქების სერიის ბოლო ჯგუფის ივნისის თვის მონაცემს აქვეყნებს.

ორგანიზაციამ შეისწავლა აგარაკის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების მინიმალური სია და მათი ფასი 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა.

დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ წინა თვესთან, მაისთან  შედარებით ამ ჯგუფის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასი მხოლოდ ერთი ლარით არის შემცირებული.

აგარაკზე დასვენების მსურველებს მაისში აფთიაქის შევსება 84 ლარად, ივნისში კი 83 ლარად შეეძლოთ. ფასი შემცირებულია რამდენიმე მედიკამენტზე უმნიშვნელოდ,   აქსესუარებზე და ამ ჯგუფში შემავალ ანტისეპტიკურ საშუალებებზე კი ჯამური ფასი უცვლელია.

უფრო დეტალურად აგარაკის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი შეგიძლიათ იხილოთ ცხრილის სახით.

შეგახსენებთ, აგარაკის აფთიაქში შედის ისეთი მედიკამენტები როგორიცაა: ანტისეპტიკური საშუალებები, დამწვრობის, მოწამვლის დროს საჭირო პრეპარატები, სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, კარდიოლოგიური მედიკამენტები, მზისგან და მწერებისგან დამცავი საშუალებები.

პლატფორმა აგრძელებს ფანასკერტელის აფთიაქებში შემავალი მედიკამენტების ფასებზე დაკვირვებას და შესწავლას, დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

13835877_10208112662832026_2136130971_o

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …