“ძალიან გთხოვთ, დაკავდით თქვენი ფარმა ინდუსტრიით. დაანებეთ თავი ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობის კრიტიკას”,- ასე მიმართა ფარმა-ინდუსტრიის წარმომადგენლებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ “საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, პროგრესი და საერთაშორისო შეფასება”, კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე.
“მე არ მინდა ზედმეტად რიხიანი თქმა გამომივიდეს, შეიძლება, ამ დარბაზში არიან საშუალო კალიბრის, ან მსხვილი ფარმა ინდუსტრიის წარმომადგენლები. შეიძლება, რომელიმე მათგანს აქვს იმის ილუზია, ახალი გავლენების სფერო მოიპოვა და რაღაც შეტევებს განახორციელებს. ძალიან გთხოვთ, დაკავდით თქვენი ფარმა ინდუსტრიით.
დაანებეთ თავი ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობის კრიტიკას. თუ რამე შენიშვნები გაქვთ, საგაზეთო სტატიების მაგივრად მობრძანდით და ღიად განაცხადეთ ამის შესახებ. ეს თქვენ არ გეკადრებათ და ამით ვერავის შეაშინებთ“,- განაცხადა სერგეენკომ.