მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ინნოვასი მედიკამენტების ინგრედიენტების შემდეგ მზა წამლების წარმოებაზე გადადის
გასულ წელს გახსნილი ფარმაცევტული კომპანია „ინნოვასი" მომავალი წლისთვის ახალი საწარმოს მშენებლობას გეგმავს. ქარხანა ლილოში არსებული საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

ინნოვასი მედიკამენტების ინგრედიენტების შემდეგ მზა წამლების წარმოებაზე გადადის

გასულ წელს გახსნილი ფარმაცევტული კომპანია „ინნოვასი” მომავალი წლისთვის ახალი საწარმოს მშენებლობას გეგმავს. ქარხანა ლილოში არსებული საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

კომპანია „ინნოვას” ხელმძღვანელი დავით ებრალიძე „კომერსანტთან” აცხადებს, რომ ახალი ქარხანა უკვე მზა ფორმის მედიკამენტების წარმოებაზე იქნება ორიენტირებული.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე გამზადებულია პროექტი. ებრალიძე აცხადებს, რომ მედიკამენტები წარმოებული იქნება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ბაზრებისთვის. „ქარხანა სხვადასხვა შეკვეთებზე იმუშავებს”-აცხადებს ებრალიძე.

„კომერსანტის” კითხვაზე, იქნება თუ არა კომპანია „ინნოვასი” ისეთი ლიდერი ფარმაცევტული კომპანიების კონკურენტი, როგორებიცაა, „ავერსი”, „PSP”, ფარმადეპო და ასე შემდეგ, ებრალიძე აცხადებს, რომ არა, რადგან „ინნოვასი” მხოლოდ დაკვეთებზე იმუშავებს, სააფთიაქო ქსელის გაკეთებას კი არ აპირებს.

„ავერსს” და PSP-ს აქვს თავისი წარმოება და პროდუქტს თავისთვის აწარმოებს, თუმცა, შესაძლოა ამ კომპანიებმაც დაგვიკვეთოს წარმოება. შესაძლოა შეკვეთები გარედანაც შემოვიდეს. ასე რომ, ჩვენ მათი კონკურენტი არ ვართ,” – აცხადებს ებრალიძე.

მისი თქმით, კომპანიას უკვე შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი. ინვესტიციის ოდენობა კი დაახლოებით 6 მილიონი ევრო იქნება.

ფარმაცევტული კომპანია „ინნოვას” ხელმძღვანელი დავით ებრალიძე არსებულ საწარმოზეც საუბრობს და განმარტავს, რომ გასულ წელს, „აწარმოე საქართველოს” ფარგლებში დაფინანსებული წარმოება პირველ ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში აგვისტო-სექტემბერში განახორციელებს. მოლაპარაკებები მიდის ევროპის ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთანაც, რომელსაც ნედლეულს მიაწვდიან.

აღსანიშნავია, ამ დროისთვის „ინნოვა” იმ ნივთიერებებს აწარმოებს, რომლებსაც მედიკამენტების წარმოებაში ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია აქვს.

საწარმო 2015 წელს, თბილისში, ლილოს დასახლებაში გაიხსნა. . ინვესტირებულია დაახლოებით 4.5 მილიონი დოლარი და ის პროგრამა „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაფინანსდა. აქედან „თიბისი ბანკის” სესხი 2 მილიონი დოლარს შეადგენს.

commersant.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …