მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ივნისში ტურისტის აფთიაქის შევსება 2 ლარით უფრო იაფია

ივნისში ტურისტის აფთიაქის შევსება 2 ლარით უფრო იაფია

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასებზე მონიტორინგის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა აგრძელებს ფანასკერტელის აფთიაქების შესწავლასა და  გავრცელებას.

ორგანიზაციამ შეისწავლა ტურისტის აფთიაქში შემავალი ანტისეპტიკური საშუალებების, მწერებისა და მზისგან დამცავი საშუალებების (აეროზოლი ლავანდა, ზიაიას სპრე), ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ფასი და მათი ღირებულება 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა.

კვლევისას დადგინდა, რომ ივნისში, მაისის თვესთან შედარებით, ამ ჯგუფის აფთიაქის შევსება 2 ლარით უფრო იაფად, 65 ლარად იყო შესაძლებელი.

რაც შეეხება კონკრეტულად მედიკამენტების ფასის ცვლილებას,  სურათი ასეთია:

წინა თვესთან შედარებით ივნისის თვეში იბუპროფენის ფასი 2.80 ლარიდან 2.65 ლარამდე; ტაიქოლდი 10 თეთრით- 6.60 ლარიდან 6.50 ლარამდე; დრამინას ღირებულება  კი 5.60 ლარიდან 3.50 ლარამდე შემცირდა.

დეტალურად მედიაკმენტების სიისა და ფასების ხილვა შეგიძლიათ ცხრილის სახით.ჯანდაცვის პლატფორმა აგრძელებს სხვადასხვა სეგმენტისათვის საჭირო და აუცილებელი მედიკამენტების სიისა და ფასის შესწავლას და კვლევის შედეგებს, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ, მოსახლეობას მომავალშიც მიაწვდის.

13692225_10208063567364670_728435647_o

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …