8 წლის ხატია გოგსაძეს დახმარება სჭირდება. გოგონას მძიმე ფორმის ცერებრალური დამბლა აქვს და ეტლით გადაადგილდება.
ოჯახმა უკანასკნელი თანხებით მას გამოკვლევები უკრაინაში ჩაუტარა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემთხვევაში ის გავლას შეძლებს. ამისთვის საჭირო თანხა კი ოჯახს არ გააჩნია.
ოჯახი სოციალურად დაუცველია და მძიმე მდგომარეობაშია ხატიას დაც, რომელიც სმენადაქვეითებულია და ოპერაცია სჭირდება. გოგსაძეების დახმარების სურვილის შემთხვევაში, თანხის გადარიცხვა ეკრანზე მითითებულ “საქართველოს ბანკის” ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ.