ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს – C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.
ზაზა სოფრომაძის განცხადებით, იმისთვის, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში მოქალაქე ჩაერთოს, საჭიროა ყველა შესაბამისი კვლევის პასუხი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და პირადობის მოწმობა C ჰეპატიტის მართვის ცენტრში (ფალიაშვილის 110) ან სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ ცენტრებსა და რეგიონულ ოფისებში წარადგინოს.
ბენეფიციარებმა, რომლებიც ჯერ არ არიან პროგრამაში ჩართულები, რეგისტრაციისთვის ასევე უნდა მიმართონ ზემოთხსენებულ დაწესებულებებს.