მთავარი » ახალი ამბები » როგორ იცავს ამერიკის ჯანდაცვის სისტემა უსახლკარო ადამიანების ჯანმრთელობას?
მერიკის შეერთებული შტატების სადაზღვევო სისტემა უსახლკარო ადამიანებს ჯანმრთელობის სხვადასხვა მომსახურების ანაზღაურების სქემას არ სთავაზობს.

როგორ იცავს ამერიკის ჯანდაცვის სისტემა უსახლკარო ადამიანების ჯანმრთელობას?

ამერიკის ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაცია მორიგ ბლოგში უსახლკარო ადამიანებისთვის ჯანდაცვის სხვადასხვა მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ წერს.

ამ რამდენიმე კვირის წინ სანფრაცისკოს ბეი არეას მედია ორგანიზაციები უსახლკაროებისთვის გარკვეული სამედიცინო მომსახურებების დაფარვის სქემის შემუშავებისთვის გაერთიანდნენ. ამ მიზნით  სანფრანცისკოში შეიქმნა გვერდი, რომელიც სხვადასხვა სახის ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს უსახლკაროებისთვის თანხის ჩარიცხვისკენ მოუწოდებს.

სანფრანცისკოში ქუჩაში დაახლოებით 6600 ადამიანი ცხოვრობს. ამერიკის ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციის ცნობით, ბოლო 20 წლის განმავლობაში პრობლემა დინამიკაში პროგრესირებს და უსახლკაროდ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი  რჩება.

რა ქმედითი ნაბიჯები იდგმება უსახლკაროების ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობისთვის სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკის ჯანდაცვის სფერო ქუჩაში დარჩენილი ადამიანებისთვის სპეციალური კომპლექსური მომსახურების პროგრამების შემუშავება-ჩაშვებაზე აქტიურად მუშაობს. მათ შორის არის უსახლკარო პოპულაციაში გავრცელებული დაავადებების ელექტრონული აღრიცხვა და დარეგისტრირება.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სადაზღვევო სისტემა უსახლკარო ადამიანებს ჯანმრთელობის სხვადასხვა მომსახურების ანაზღაურების სქემას არ სთავაზობს. ჰარვარდის მედია სკოლისა და ამერიკის სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ინიციატივით კი მუშავდება გეგმა, რომელიც ამ კატეგორიის ადამიანების ჯანმრთელობის დაფინანსებაზე იზრუნებს.

healthjournalism.org

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …