8 ივლისს, 1100 საათზე ჯანდაცვის პრესკლუბში ახალი პოლიტიკური ცენტრი – „გირჩის“ დამფუძნებელი ვახტანგ მეგრელიშვილი პარტიის წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამის ჯანდაცვის ნაწილის პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური პრიორიტეტები, ჯანდაცვის სფეროში გასაკეთებელი კონკრეტული ცვლილებები და ბოლო წლებში წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის გზები.
„გირჩი“ უსამართლოდ და ქვეყნის განვითარების შემაფერხებლად მიიჩნევს ქართული ოცნების მიერ გატარებულ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმას. განსაკუთრებით არაეფექტური და კონტრპოპრდუქტიულია:
- თითქმის ოთხჯერ გაზრდილი საბიუჯეტო დაფინანსება;
- სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მონოპოლიზებით კონკურენციის მკვეთრი შეზღუდვა ბაზარზე;
- გამკაცრებული სახელმწიფო რეგულირება.
„გირჩი“ მთავრობის მიერ დაფინანსებულ სამედიცინო მომსახურებას განიხილავს, როგორც სოციალური სისტემის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს გაჭირვებული ოჯახების დახმარების საერთო სტრატეგიასთან.
პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნება შემდეგი საკითხები:
- სახელმწიფო მიზნობრივი დახმარების სისტემა და მისი კომპონენტები;
- ჯანდაცვის დაფინანსების მიზნობრიობა;
- მოსახლეობის კატასტროფულის ხარჯებისგან დაცვის მოდელი;
- სამედიცინო ინდუსტრიის განვითარების ეკონომიკური საფუძვლები;
მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
Email: natia.narmania@jandacva.ge; ტელ: 568 27 24 24