არასამათავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა ფარმა მონიტორის ფარგლებში ფანასკერტელის აფთიაქებში შემავალი მედიკამენტების სიისა და ფასების ივნისის თვის მონაცემებს აქვეყნებს.
ორგანიზაციამ შეისწავლა ჩვილის აფთიაქში შემავალი აქსესუარების, მოვლის საშუალებების და მედიკამენტების საშუალო ფასი, რომელიც ივნისის თვეში 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში დაფიქსირდა.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მაისთან შედარებით ივნისში ჩვილის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასი გაიზარდა 2%-ით და შეადგინა 154.31 ლარი. გაზრდილია ფასი აქსესუარებზე, შემცირებულია ფასი მოვლის ზოგიერთ საშუალებაზე, რაც კარგად ჩანს ინფოგრაფიკაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს ფანასკერტელის აფთიაქში შემავალი საბავშვო, პირველადი დახმარების, ოჯახის, ოფისის, ტურისტის, აგარაკის, მძღოლის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიასა და ფასებს, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე ივნისის თვეში დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის პლატფორმა უკვე 4 თვეა სწავლობს სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლისათვის საჭირო და რეკომენდებული მედიკამენტების სიასა და მათ ფასს. მონაცემები მოწმდება 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში არსებულ ფასებს და მიღებული საშუალო ფასი დარდება წინა თვის მონაცემებს.
უფრო დეტალურად კი მედიკამენტების ფასი შეგიძლიათ იხილოთ ცხრილის სახით.