მთავარი » ახალი ამბები » საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების ამკრძალავ კანონპროექტს დღეს განიხილავენ
ცვლილებებით საზოგადოებრივის თავშეყრის ადგილებში მწეველთათვის სპეციალური ადგილების გამოყოფა სავალდებულო იქნება ან მოწევა მთლიანად აიკრძალება.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების ამკრძალავ კანონპროექტს დღეს განიხილავენ

საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარებაზე კანონის გამკაცრება და აკრძალვების დაწესება იგეგმება, დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს.

საუბარია დეპუტატ გუგული მაღრაძის მიერ ინიცირებულ პროექტზე, რომლის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციებია.

ცვლილებებით საზოგადოებრივის თავშეყრის ადგილებში მწეველთათვის სპეციალური ადგილების გამოყოფა სავალდებულო იქნება ან მოწევა მთლიანად აიკრძალება. ასევე, შესაძლოა აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისათვის განკუთვნლი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე და ან სხვაგან ისეთი სახით, რაც თამბაქოს პროდუქციას ხილვადს გახდის.

ამასთან, თამბაქოს ნაწარმის კატეგორიაში, შესაძლოა ე.წ. ელექტრონული სიგარეტიც განისაზღვროს და შეზღუდვები მის გამოყენებაზეც გავრცელდეს.

“აკრძალვები შეეხება რესტორნებს, სასტუმროებს, კაფე-ბარებს და ასე შემდეგ. ჩვენ კანონში ამ მოთხოვნას ვდებთ, მაგრამ მათ 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ვაძლევთ ვადას, რომ ან მოახერხონ და ცალკე მოსაწევი ადგილები გამოყონ ან მოწევა მთლიანად აკრძალონ“, – აცხადებს გუგული მაღრაძე.

დეპუტატმა 13 ივნისის ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, რაც დიკუსიის საგანი გახდა. საბოოლოდ, ბიუროს წევრები შეთანხმდნენ, რომ მას პარლამენტის ჩვეულებრივი – არადაჩქარებული წესით განიხილავს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …