მთავარი » სოციალური » შრომა » 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო საქართველოში
საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროების სამეულში შედის მშენებლობის სფერო 1355 ლარით და სახელმწიფო მმართველობა 1323 ლარით.

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო საქართველოში

საქსტატის 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ანაზღაურება 913 ლარს შეადგენს.

ყველაზე მაღალანაზღაურებად სფეროდ საფინანსო საქმიანობა ითვლება, სადაც საშუალო თვიური ანაზღაურება 1748 ლარია. ასევე მაღალანაზღაურებადი სფეროების სამეულში შედის მშენებლობის სფერო 1355 ლარით და სახელმწიფო მმართველობა 1323 ლარით.

1177 ლარით არის განსაზღვრული სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგი;

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის განაწილების სფერო კი 1102 ლარით.

1164 ლარია საშუალო თვიური ანაზღაურება ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში.

უძრავი ქონების ოპერაციების სფეროში საშუალო ანაზღაურება1008 ლარია.

864 ლარით განისაზღვრა საშუალო ანაზღაურება ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში,

ხოლო სოციალური მომსახურების გაწევის სფეროში კი 772 ლარით.

762 ლარია დამამუშავებელი მრეწველობის სფეროს საშუალო თვიური ანაზღაურება.

საქართველოში ყველაზე დაბალი თვიური ანაზღაურება კვლავ განათლების სფეროშია და ის თვეში საშუალოდ 488 ლარს შეადგენს. 652 ლარია საშუალო ანაზღაურება სასტუმროებისა და რესტორნების ჯგუფში. 560 ლარით განისაზღვრა სოფლის მეურნეობის დარგი.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …