მთავარი » ახალი ამბები » როგორ აზიანებს ასაკობრივი დისკრიმინაცია ხანშიშესული ადამიანების ჯანმრთელობას?
ასაკობრივი დისკრიმინაცია ხანში შესული ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, მათ ჯანსაღი ცხოვრებისა და აქტიურობის სურვილს უკარგავს.

როგორ აზიანებს ასაკობრივი დისკრიმინაცია ხანშიშესული ადამიანების ჯანმრთელობას?

რა გავლენას ახდენს ასაკობრივი დისკრიმინაცია ხანში შესული ადამიანების ჯანმრთელობაზე? – ამერიკის ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციის ერთერთი რედაქტორი ლიზ სიგერტი, რომლის პოსტების დიდი ნაწილიც სწორედ ასაკობრივ დისკრიმინაციას უკავშირდება, წერს, რომ ახალი თაობა ძველის მიმართ სტერეოტიპულ აზროვნებას და მიდგომებს ამკვიდრებს.

ისინი ფიქრობენ, რომ ხანში შესული ადამიანები არაკომპეტენტურები და გამოუსადეგარები არიან. მსგავსი სტიგმა კი ასაკოვანი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, მათ ჯანსაღი ცხოვრებისა და აქტიურობის სურვილს უკარგავს და სტრესების მიმართ მიდრეკილს ხდის.

ტოდ ნელსონი, კალიფორნიის უნისვერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი ამბობს, რომ ასაკობრივი დისკრიმინაციის მაჩვენებელი დღესდღეობით არაფრით ჩამოუვარდება რასობრივსა და სქესობრივს.

ნელსონის თქმით, პირადობის დამადასტურებელ ბარათში დაბადების თარიღზე გაშტერებული თვალი, ასაკოვან ადამიანს აფიქრებინებს, რომ მისმა დრომ ჩაიარა და ის თანამედროვე რეალობაში უკვე გამოუსადეგარია. ამ ფაქტს მოწმობს, 2015 წლის მაჩვენებლებიც, რომლის მიხედვითაც ასაკობრივი გაახალგაზრდავების სხვადასხვა პროცედურებზე ამერიკაში 114 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

საინტერესოა, რომ ასაკზე ფიქრი ხანში შესულ ადამიანებს სხვადასხვა დაავადებებს უმწვავებს. ამ სიაში შედის რევმატოიდული ართრიტი ასევე გულის დაავადებები და სიყრუე. ნელსონის ხედვით, სტერეოტიპების ჩამოყალიბება დიდწილად სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულებასაც უკავშირდება. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ექიმები ხშირად ხანშიშესული ადამიანის ჩივილებს დეპრესიასა და სხვადასხვა სახის ტკივილზე, უბრალოდ ასაკს მიაწერენ და სხვა სახის კვლევების შეთავაზებისგან თავს იკავებენ.

ტოდ ნელსონი მდგომარეობის გამოსწორების ერთერთ გზად სამოქალაქო საზოგადოების განათლებას და ამ საკითხში ფსიქოლოგების ჩართულობას ხედავს. სწორედ ფსიქოლოგების როლია, ჩაუნერგონ ახალ თაობას, რომ ასაკის მატება შრომისუუნარობას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ჩამორჩენილ აზროვნებას არ ნიშნავს.

healthjournalism.org

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …