ჯანდაცვის მედია სკოლაში ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით ისრაელიდან ჩამოსულმა მეცნიერმა დოქტორ ვაისმანმა ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ვაისმანმა დეტალურად მიმოიხილა ნარკოდამოკიდებულებისგან განკურნების უახლესი ANR მეთოდი. ANR მეთოდი ანუ აქტიური ნეირო რეგულაცია, ნარკოტიკზე დამოკიდებულებას რეცეპტორების დონეზე კურნავს.
ეს მეთოდი ეფექტურად და უსაფრთხოდ ხსნის მოთხოვნილებას ჰეროინზე, მეტადონზე, სუბოტექსზე, სუბოქსონზე და სხვა ოპიატურ მედიკამენტებზე და ხსნის მიჯაჭვულობის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს. ვაისმანის განცხადებით, საქართველოში მეტადონჩანაცვლებითმა პროგრამამ იმუშავა, თუმცა ANR მეთოდი ეს არის ახალი სიტყვა ნარკოდამოკიდებული ადამინების განკურნებაში, რაზეც მსოფლიო ეტაპობრივად უნდა გადაერთოს.
დოქტორი ვაისმანი ხელმძღვანელობს ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ და შვეიცარიის სამედიცინო ცენტრებს. მან ANR მეთოდის საშუალებით მსოფლიოში ნარკოდამოკიდებულებისგან 23000 ადამიანზე მეტი განკურნა.