მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ეს ფორუმი ჯანდაცვის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია
დავით სერგეენკო ეს ფორუმი, რომელიც დღეს დაიწყო თავისი მნიშვნელობით ძალიან მაღალ შესაძლებლობას იძლევა, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი ურთიერთობები

ეს ფორუმი ჯანდაცვის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია

ეს ფორუმი, რომელიც დღეს დაიწყო თავისი მნიშვნელობით ძალიან მაღალ შესაძლებლობას იძლევა, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი ურთიერთობები, რომლებიც ახალ შესაძლებლობას გააჩენს ქვეყნისათვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

„ეს ფორუმი რომელიც დღეს დაიწყო და დღეს და ხვალ გაიმართება თავისი მნიშვნელობით ძალიან მაღალ შესაძლებლობას იძლევა იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს და განვითარდეს ისეთი ურთიერთობები, რომლებიც ახალ შესაძლებლობას გააჩენს ქვეყნისათვის.

ჯანდაცვის მიმართულებით ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმიტომ, რომ ჯანდაცვის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი ითვალისწინებს კერძო სახელმწიფო პარტნიორების მოდელების ამოქმედებას, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტური არის ჯანდაცვაში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

kvira.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …