მთავარი » ახალი ამბები » პარლამენტში სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში მოისმინეს
აუდიტის ჩატარებისას გამოვლენილია ნაკლოვანებები, რომლებიც სოფლის ექიმის პროგრამის დიზაინს, ადმინისტრირებას, მონიტორინგსა და შედეგების შეფასებას უკავშირდება.

პარლამენტში სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის ჯანდაცვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული “სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიში მოისმინეს.

ანგარიში კომიტეტის წევრებს დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ გააცნო.

ანგარიშში წარმოდგენილია პირველადი ჯანდაცვის როლი ავადობის შემცირებასა და ჯანმრთელობის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში. ანგარიშში იდენტიფიცირებულია აუდიტის ჩატარებისას გამოვლენილი ნაკლოვანებები, რომლებიც სოფლის ექიმის პროგრამის დიზაინს, ადმინისტრირებას, მონიტორინგსა და მიღწეული შედეგების შეფასებას უკავშირდება.

როგორც სხდომაზე ითქვა, პირველადი ჯანდაცვა თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი სოფლის მოსახლეობისათვის, თუმცა აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ დადგენილი არ არის სამედიცინო პერსონალის დემოგრაფიული განაწილების კრიტერიუმები და გარკვეულ შემთხვევებში მნიშვნელოვნად აღემატება გონივრულ ზღვარს.

ამასთან, პროგრამის ფარგლებში 10 000-ზე მეტი ადამიანი ნაწილობრივ, ანუ ექთნის საშუალებით იღებს მომსახურებას. სახეზეა გეოგრაფიული განაწილების ხარვეზები, თუმცა არსებობს სამედიცინო პერსონალის უკეთ განაწილების პოტენციალი. მომხსენებლის თქმით, პროგრამის დაფინანსების სისტემა ვერ ქმნის სამედიცინო პერსონალის პროდუქტიულობის მიღწევის პირობას.

წარმოდგენილ ანგარიშში განხილული პრობლემებისა და მათი გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …