მთავარი » ახალი ამბები » პარლამენტი ახალ დემოგრაფიულ პოლიტიკაზე მუშაობს
პარლამენტი ახალ დემოგრაფიულ პოლიტიკაზე მუშაობს. ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარის განცხადებით, მიმდინარეობს ერის აქტიური დაბერების პროცესი.

პარლამენტი ახალ დემოგრაფიულ პოლიტიკაზე მუშაობს

პარლამენტი ახალ დემოგრაფიულ პოლიტიკაზე მუშაობს. ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარის განცხადებით, მიმდინარეობს ერის აქტიური დაბერების პროცესი.

ხანდაზმულთა რაოდენობა ბავშვთა რაოდენობას აჭარბებს, თუმცა, ხუნდაძის განმარტებით, ეს დემოგრაფიული გარდაქმნის გარდაუვალი პროცესია, რომელსაც სწორი მართვა სჭირდება. სწორედ ამიტომ დაწყებულია ორ დოკუმენტზე მუშაობა.

ერთი არის სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტი, რომელიც უახლოეს პერიოდში წარედგინება პარლამენტს. მეორეა დადგენილების პროექტი “საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“.

დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, დემოგრაფიული პოლიტიკის შემადგენელ სეგმენტზე – დაბერების პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა კომიტეტმა 2014 წელს დაიწყო. მისი შეფასებით, ეს არის ახალი სახელმწიფო პოლიტიკა ხანდაზმულთა მიმართ. აქვე კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია იმდენი საპენსიო გასაცემელი, რამდენიც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში შობადობის მაღალი მაჩვენებლებს უკავშირდება.

maestro.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …