საქართველოს ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაცია ამერიკის ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციის (AHCJ) წევრი გახდა.
ამერიკის ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციის წევრობა საქართველოს ამავე ასოციაციის წევრებისთვის გულისხმობს მთელი რიგი ბენეფიტებით სარგებლობას, მათ შორის – ფრილანსერად მუშაობის შესაძლებლობას, უფასო წვდომას სამედიცინო თემატიკის ჟურნალებსა და მონაცემთა ბაზაზე, ინფორმაციას სტიპენდიებსა და კარიერულ პერსპექტივებზე, ელექტრონულ დისკუსიებს ასოციაციის ავტორიტეტულ წევრებთან, რაც საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქათველოს ჯანდაცვის ჟურნლისტთა ასოციაცია აერთიანებს შემდეგ პლატფორმებს – ინტერნეტ პორტალი jandacva.ge და jandacva.ge-ის პრესკლუბი. პორტალზე ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყნდება საქართველოსა და მსოფლიოში ჯანდაცვის კუთხით არსებული სიახლეები. რაც შეეხება jandacva.ge-ის პრესკლუბს, მისი ერთერთი ძირითადი მიმართულება აქტუალური თემების გარშემო მედიისა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრების ორგანიზებაა.
ამერიკის ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციაში გაწევრიანება საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა. ვიმედოვნებთ, რომ წევრობით ქართულ მედიაში ჯანდაცვის ჟურნალისტების როლი კიდევ უფრო გაიზრდება და ჯანდაცვის თემატიკით მეტი ჟურნალისტი დაინტერესდება.