Group Anaklia ლუგელას წყალზე დამზადებული მედიკამენტების და კოსმეტიკური საშუალებების წარმოებას იწყებს.
კომპანიის პრეზიდენტი გელან ხალუკაევი jandacva.ge-ისთან მათ მიერ წარმოებული პროდუქციის უპირატესობად ნატურალურ ინგრედიენტებს ასახელებს და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს.
ბატონო გელან, როგორც ვიცით, თქვენი კომპანია ფარმაცევტული მიმართულებით აპირებსნაბიჯების გადადგმას. კონკრეტულად, რა ტიპის მედიკამენტებზეა საუბარი?
ჩვენ ვაპირებთ სამკურნალო მედიკამენტების დამზადებას ადგილობრივი წყლით „ლუგელა“, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს. დაახლოებით 8-9 დასახელების პროდუქტის წარმოებას ვგეგმავთ, რომლებიც იქნება მიმართული მთელი რიგი მძიმე დაავადებების სამკურნალოდ.
კერძოდ, საასრგებლოა გულსისხლძართვთა სისტემისათვის, აძლიერებს გულის კუნთებს, ასუფთავებს სისხლძარღვებს, კვებავს ტვინის უჯრედებს, შველის ოსტეოხონდროზს და ძვლების ბევრ ისეთ დაავადებას, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობით. გარდა ამისა, ვაპირებთ კბილის პასტების და დერმატოლოგიური მიმართულების პროდუქციის წარმოებას.
სად აპირებთ ქარხნის მშენებლობას და როდის აპირებთ პირველი პროდუქციის გამოშებას?
ზუგდიდის რაიონში, სოფელ ოქტომბერში შევიძინეთ შენობა, გავარემონტეთ და ახლა ვასრულებთ ბოლო სამუშაოებს, რათა შენობა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ზაფხულიდან პრპოდუქციის გამოშვებას ვგეგმავთ.
როგორ ფიქრობთ, ვინ არის დღეს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თქვენი კონკურენტი?
მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ჩვენ კონკურენტი გვყავს, რადგან ნატურალური კალციუმის შემცველი პრეპარატები დღეს ბაზარზე არ არის. გამიჭირდება ვთქვა, ვინ არის ჩვენი კონკურენტი, მაგრამ ბაზარზე ყოველთვის უნდა არსებობდეს კონკურენცია, თუმცა მე არ მგონია, რომ ჩვენი ფაბრიკის ამუშავებით საქართველოში რომელიმე კომპანია გაკოტრდება.
ქართული ფარმაცევტული ბაზარი საკმარისი იქნება თქვენი კომპანიისთვის, თუ აპირებთ ექსპორტზეც გაიტანოთ პროდუქცია?
მე არ მგონია, რომ ქართული ფარმაცევტული ბაზარი საკმარისი იქნება ამხელა მოცულობის პროდუქციის ასათვისებლად, ის ძალიან მცირეა იმისათვის, რომ მხოლოდ აქ ვიმოქმედოთ. თუმცა, პირველ რიგში ჩვენ დავაკმაყოფილებთ შიდა, ადგილობრივ მოთხოვნებს და შემდგომში ვაპირებთ იმ ქვეყნებთან თანამშრომლობას, რომლებიც პოტენციურად დაინტერესებულნი არიან ჩვენი პროდუქციით. ეს ქვეყნებია ირანი, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ჩინეთი, ინდოეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ასევე ევროპის ქვეყნები.