მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის ანგარიშები საზოგადოებას ყოველწლიურად წარედგინება
ყოველწლიური ანგარიშები წარედგინება საზოგადოებას,დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, სადაც სრული ინფორმაციაა საქართველოს ჯანდაცვის პროფილზე.

ჯანდაცვის ანგარიშები საზოგადოებას ყოველწლიურად წარედგინება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯანდაცვის პროფილზე საზოგადოებას სრულ ინფორმაციას წარუდგენს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა “ბიზნესკონტაქტის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ყოველწლიურად ხდება ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებაც, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს.

“ყოველწლიური ანგარიშები წარედგინება საზოგადოებას, ამას აკეთებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, სადაც არის სრული ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის პროფილზე, სრული პარამეტრები. რაც შეეხება მის ფინანსურ შემადგენელს, ყოველწლიურად ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს ამ ანგარიშს, ფინანსურ ანგარიშებს, ასე რომ არავითარი საინფორმაციო შიმშილი ამ მხრივ არ უნდა იყოს და ნებისმიერი ინფორმაცია მისაწვდომია უფრო ხშირად, ვიდრე წელიწადში ერთხელ“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის ეროვნულ ანგარიშებზე “ბიზნესკონტაქტთან“ საერთაშორისო ფონდ Curatio-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა. გიორგი გოცაძის თქმით, მთავრობა ჯანდაცვის ანგარიშების წარმოებას აღარ ახდენს და აღარ მოიპოვება მისი წინა 10 წლიანი ისტორიაც.
businesscontact.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …