„ქართული ოცნების“ წევრის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში ხარვეზების დაკორექტირებაზე მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მისივე განცხადებით, სოციალურად დაუცველთა შეფასების კრიტერიუმების დაკორექტირება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც შეეხება პენსიონერთა ბაზიდან ამოვარდნის ხარვეზებს, ეს უკვე დაკორექტირდა.
„ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისა, რომ რაც შეიძლება მინიმალიზება გავუკეთოთ იმ ცდომილებებს, რომლებიც პროგრამაში არსებობს. ის, რომ პროგრამას ცდომილება არ ჰქონდეს, ამის გაკეთება ძალიან რთულია. მერწმუნეთ, კრიტიკა და შეფასება იოლია. ხარვეზებზე ჩვენ ყოველდღიურად ვმუშობთ“, -განაცხადა ხუნდაძემ.