ილია მეორეს, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებას და ჯანდაცვის თვისობრივად ახალი ინოვაციური მოდელის შექმნას შეეხო.
„გვქონდა ბედნიერება, რომ უწმინდესისთვის გაგვეცნო იმ ახალი წამოწყების ძირითადი მოცემულობა, რომელიც ისევ და ისევ ითვალისწინებს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მნიშვნელობას ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის. ბედნიერი ვარ, რომ პატრიარქს წარვუდგინეთ და მისი ლოცვა-კურთხევა მივიღეთ ამ პროექტის განხორციელებისთვის“, – განაცხადა სერგეენკომ.