მთავარი » სოციალური » შრომა » ექსპო-ჯორჯიაში სამუშაოს მაძიებლებისათვის ფორუმი იმართება
დღეს დასაქმების ფორუმი გაიხსნა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილე და „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს გენერალური დირექტორი დაესწრნენ.

ექსპო-ჯორჯიაში სამუშაოს მაძიებლებისათვის ფორუმი იმართება

დღეს, 10:00-დან საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიას” მე-3 პავილიონში დასაქმების ფორუმი გაიხსნა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილე და „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს გენერალური დირექტორი დაესწრნენ.

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, პროექტი ძალიან რეალურია და ის 200 სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.

“დასაქმების ფორუმი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, რიგით მეოთხეა და მრავალი განმასხვავებელი ნიშნები აქვს წინა ფორუმებისგან. ვფიქრობ, ეს ნიშნები განაპირობებს მის მაღალ წარმატებას. კერძოდ ეს განმასხვავებელი ისაა, რომ კერძო კომპანიასთან გვაქვს ამჟამად ურთიერთობა.“ჯიპიაი ჰოლდინგმა” გამოთქვა ამ პროექტში ჩართულობის უდიდესი მოტივაცია გამოთქვა. შექმნა 200 სამუშაო ადგილი, რომელიც აბსოლუტურად რეალურია.

ამ გასაუბრებაზე იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებმაც უკვე გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაოს მაძიებელთა პირველი შერჩევა და თოთოეულ მათგანს ექნება რეალური შანსი, უმოკლეს ვადებში, გადამზადების შემდეგ მიიღოს წარმატებული სამსახური, სადაც მის საქმიანობაზე იქნება სრულად მისი შემოსავალი დამოკიდებული. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგს”, – განაცხადა მინისტრმა.

“ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორის პაატა ლომაძის თქმით, დასაქმების ფორუმზე, რომელიც 18:00 საათამდე გაგრძელდება, დაახლოებით 2000-2500-მდე ადამიანს ელოდებიან.

“დღეს დაიწყო “ჯიპიაი ჰოლდინგის” დასაქმების ფორუმი. ველოდებით დაახლოებით 2000-2500 დასაქმების მსურველ ადამიანს. ყველას ვთხოვთ მობრძანდნენ, გაიარონ გასაუბრება და დაიწყონ ახალი კარიერა. კრიტერიუმები არის ძალიან მარტივი. არ ითვალისწინებს სპეციალურ განათლებას. ჩვენი სურვილია, რომ დავასაქმოთ შუახნის ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რომ თავიანთი მონდომებით და მაღალი მოტივაციით გარანტირებული სამსახური მიიღონ. დასაქმების პროგრამა გადამზადებასაც გულისხმობს. გადამზადების პროცესში მოხდება ასევე ანაზღაურებაც”, – განაცხადა ლომაძემ.

ჯანდაცვის სამინისტრო „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს მიერ მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების შერჩევას და მათ „ჯიპიაი ჰოლდინგი“-სათვის გაგზავნას უზრუნველყოფს.

სამინისტროს ამოცანაა სოციალური მომსახურების სააგენტოს, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა. 

სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობის სერვისების მიწოდებაზე 2013 წლიდან მუშაობს. ამ დროისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს მთელი საქართველოს მასშტაბით 60 000-მდე სამუშაოს მაძიებელი ჰყავს დარეგისტრირებული. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზანია, ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს სამუშაოს მაძიებლებს დასაქმებაში.

pia.ge

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …