ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ შემუშავებული ფანასკერტელის ინდექსით დასტურდება, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, მედიკამენტებზე ფასები იკლებს.
ამ ფაქტს ექსპერტები ბაზარზე ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლას უკავშირებენ.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ოტორინოლარინგოლოგი მიხეილ ჯაში ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენას მიესალმება:
„სიმართლე გითხრათ, ჰუმანითი ჯორჯიას მედიკამენტებს არ ვიცნობ, თუმცა თავად კომპანიის შესახებ გამიგია.ზოგადად, რაც მეტი კომპანია იქნება ბაზარზე, ეს უკეთესია კონკურენციის თვალსაზრისით. არ უნდა იყოს მონოპოლია. ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ფარმაცევტულ კომპანიას შეუძლია,ჰქონდეს საკუთარი სადაზღვევო კომპანია და სამედიცინო დაწესებულება.ანტიმონოპოლიურ კანონს თუ გადავხედავთ, ეს ყველაფერი შესაბამისობაში არ მოდის ერთმანეთთან. ამიტომ, ფარმაცევტულ ბაზარზე ბევრი მონაწილე მედიკამენტებზე ფასებს მაქსიმალურად დაარეგულირებს“.