მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » სერგეენკო: С ჰეპატიტის აღმოფხვრისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი ცენტრი შეიქმნება
დავით სერგეენკომ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა რომ С ჰეპატიტით დაავადებული ადამიანებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთში დამატებითი ცენტრი შეიქმნება.

სერგეენკო: С ჰეპატიტის აღმოფხვრისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი ცენტრი შეიქმნება

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ანგარიშს წარადგენს, განაცხადა რომ С ჰეპატიტით დაავადებული ადამიანებისთვის სამეგრელო- ზემო სვანეთში დამატებითი ცენტრი შეიქმნება.

მისი თქმით, სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში სხვა რგიონებთან შედარებით,  С ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების რიცხვი ორჯერ მეტია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, საქართველოში С ჰეპატიტის აღმოფხვრისთვის მედიკამენტების ახალი თაობა შემოვა. მისივე ინფორმაციით, ასევე მოხსნილია ბენეფიციარებისთვის ზედა ბარიერი და С  ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში წელიწადში 30 000 მდე ბენეფიციარს შეუძლია პროგრამაში ჩართვა, თვეში დაახლოებით 2500 პაციენტის მიღებაა შესაძლებელი.

ipress.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …