მთავარი » ახალი ამბები » გოგი თოფაძე: ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია მაღალი უნდა იყოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე მედიკამენტების გაიაფებისა და ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის თემას გამოეხმაურა.

გოგი თოფაძე: ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია მაღალი უნდა იყოს

სააფთიაქო ქსელები დროდადრო მედიკამენტებზე ფასების შემცირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. ექსპერტთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს მიაჩნია, რომ ფასების ცვლილება ფარმაცევტულ ბაზარზე გაზრდილმა კონკურენციამ გამოიწვია.

კერძოდ, გამოჩნდა „ჰუმანითი ჯორჯია“, რომლის მიერ იმპორტირებული წამლები, არსებულთან შედარებით,30 %-ით იაფია. კომპანია თბილისში ფარმაცევტული ქარხნის აშენებასაც გეგმავს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე მედიკამენტების გაიაფებისა და ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის თემას გამოეხმაურა:

„მედიკამენტებზე ფასების მდგომარეობას პერმანენტულად თვალს ვერ ვადევნებ, მაგრამ თუკი მცირდება, ამისათვის დიდი მადლობა ჩვენს მწარმოებლებს და აფთიაქებს.

„ჰუმანითი ჯორჯიას“ რაც შეეხება, ძალიან კარგია და მივესალმები. ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია უნდა იყოს მაღალი. ადგილობრივ წარმოებას საშუალება უნდა მიეცეს, განავითაროს საკუთარი პროდუქტი, რაც ბაზარზე სხვადასხვაგვარი არჩევანის შესაძლებლობას შექმნის. სწორედ იმპორტი განაპირობებს წამლების მაღალ ფასს.

ეროვნული ვალუტის კურსის გამო არა მარტო ფარმაცევტები, არამედ, მწარმოებლებიც, ვინც ნედლეულს უცხოეთში ყიდულობს, აძვირებს წამალს, რადგან სხვა გზა არ აქვთ“.

 

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …