საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გილეადს“ შორის ათწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ და კომპანია „გილეადის“ ვიცე-პრეზიდენტმა, გრეგ ალტონმა მოაწერეს.
გრძელვადიანი ხელშეკრულება კომპანიის მხრიდან C ჰეპატიტის ვირუსის სრულ ელიმინაციამდე მედიკამენტით უწყვეტ უზრუნველყოფას გულისხმობს.
ხელმოწერის ცერემონიას კომპანია „გილეადის“გენერალური დირექტორი ჯონ მარტინი, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლები, ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.