დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ჯანდაცვის სეტქორში მოზიდული პრემია წინა წელთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 23 მილიონით.
ეს მაშინ, როდესაც პოლისების რაოდენობა უმნიშვნელოდ 2034-ით არის გაზრდილი. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა გაძვირდა.
გიორგი გიგოლაშვილი, სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელი გვესაუბრა იმ მიზეზებზე, რამაც გამოიწვია კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის გაძვირება.
“პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა დიდ მოგებაზე არ გადის და შეიძლება ზოგიერთი კომპანიისთვის ზარალიანია. არსებობს კომპანიები, სადაც მიმართვიანობა მაღალია. ამავე დროს კონკურენცია იმდენად მაღალია ბაზარზე, რომ კონკურენტზე მნიშნელოვნად ვერ გააძვირებს სადაზღვევო კომპანია თავის პოლისებს, კლიენტი შეიცვლის კომპანიას და სხვაგან გადავა.
მეორე საკითხი არის ინფლანცია. ლარის კურსის გამო სამედიცინო სერვისები გაძვირდა, მედიკამენტი თუ მომსახურება. საავადმყოფოებს, პოლიკლინიკებს გაუძვირდათ მომსახურების გაწევა. ის წამლები, რომლებიც დოლარზეა იმპორტირებული და უცხოეთიდან შემოდის, უფრო მეტად გაძვირდა. შესაბამისად სადაზღვევო კომპანიებმა ლარის კურსისა და ბაზარზე ზარალიანობის გამო გააძვირეს თავისი სერვისები,”– აღნიშნა გიორგი გილოლაშვილმა.