ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა 2016 წლის საპარლამენტო სიაში შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, მინისტრმა უპასუხა, რომ წინასაარჩევნი ეტაპი წინ არის და გამორიცხული არაფერია.
მინისტრის თქმით, ის საარჩევნო კონსულტაციებში არ მონაწილეობს და საარჩევნო სიებთან დაკავშირებით არაფერი იცის.
“წინა საარჩევნო ეტაპი წინ არის და გამორიცხული არაფერია. ასე მოხდა, რომ 2012 წლის ოქტომბერში მე ავიღე ვალდებულება ჩემი ქვეყნის წინაშე, რომ ვყოფილიყავი სახელმწიფოს სამსახურში. ვცდილობ, შევასრულო ის ამოცანა, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”,- განაცხადა სერგეენკომ.