მთავარი » ახალი ამბები » Jandacva.ge პრესკლუბი პირველ შეხვედრაზე დავით მაჭარაშვილს უმანსპინძლებს
Jandacva.ge პრესკლუბი პირველ შეხვედრაზე დავით მაჭარაშვილს უმანსპინძლებს

Jandacva.ge პრესკლუბი პირველ შეხვედრაზე დავით მაჭარაშვილს უმანსპინძლებს

დღეს, jandacva.ge პრესკლუბში ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დავით მაჭარაშვილს უმანსპინძლებს.

ღონისძიება ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით შედგება. შეხვედრაზე დავით მაჭარაშვილი მედიკამენტების ხარისხზე ისაუბრებს.

jandacva.ge პრესკლუბი – ეს არის ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალის jandacva.ge ერთობლივი პროექტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, მედიისა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზებაა.

ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაცია ითამაშებს ერთგვარი მედიატორის როლს ჟურნალისტებსა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს შორის. ასოციაციის მიერ დაარსებული პრესკლუბი სისტემატურად უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის საინტერესო და საჭირო თემების განსახილველად გამოტანას. ორგანიზებული შეხვედრებით, მედიის წარმომადგენლები შეძლებენ მიიღონ პასუხი ყველა საინტერესო შეკითხვაზე.

ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციის უმთავრესი ამოცანაა სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება. კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების ჩატარებით ასოციაცია ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიულ ჯგუფებთან და გაერთიანებებთან თანამშრომლობას. ასოციაციის კარი ღიაა ჯანდაცვის საკითხებით დაინტერესებული ყველა ჟურნალისტისთვის.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …