2 მარტს 16.00 საათზე jandacva.ge-ის პრესკლუბში ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით პირველ შეხვედრას გამართავს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით მაჭარაშვილი. სასაუბრო თემა იქნება მედიკამენტების ხარისხი.
jandacva.ge-ის პრესკლუბი – ეს არის ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ერთობლივი პროექტი, რომლის ერთერთი ძირითადი მიმართულება მედიისა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზებაა. ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაცია ითამაშებს ერთგვარი მედიატორის როლს ჟურნალისტებსა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს შორის.
ასოციაციის მიერ დაარსებული პრესკლუბი სისტემატურად უზრუნველყოფს მოსახლოებისთვის საინტერესო და საჭირო თემების განსახილველად გამოტანას. ჩვენ მიერ ორგანიზებული შეხვედრებით მედიის წარმომადგენლები შეძლებენ მიიღონ პასუხი ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვაზე.
ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციის უმთავრესი ამოცანაა სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება. კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების ჩატარებით ასოციაცია ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიულ ჯგუფებთან და გაერთიანებებთან თანამშრომლობას. ასოციაციის კარი ღიაა ჯანდაცვის საკითხებით დაინტერესებული ყველა ჟურნალისტისთვის.
მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)