წინასწარი მონაცემებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს აღნიშნულ სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 7.7 მილიონი დოლარი შეადგინა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი 25,9 მილიონი იყო, რაც პანდემიასთან დაკავშირებულ საჭიროებებით იყო განპირობებული. თუმცა გარკვეული კლებაა პანდემიამდელ წლებთან შედარებითაც. მაგალითად, 2018 წელს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულებით 15.9 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, 2019 წელს კი – 16.7 მილიონი.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს ჯამში 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1 პროცენტით აღემატება.
ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის – სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.