მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის სამინისტროს ბრიფინგი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შესახებ
ჯანდაცვის სამინისტრო ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს და ”ბლოკ ჯორჯიას” 48 საათიან ვადას აძლევს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ჯანდაცვის სამინისტროს ბრიფინგი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შესახებ

დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და “ბლოკ ჯორჯიას” შორის არსებული უთანხმოების საკითხი განიხილა.

არსებული მდგომარეობა ხელს უშლის პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების , განსაკუთრებით კი, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მისაღები მომსახურების მიწოდებას.

ჯანდაცვის სამინისტრო ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს და ”ბლოკ ჯორჯიას” 48 საათიან ვადას აძლევს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად. თუ აღნიშნულ ვადაში მდგომარეობა არ მოწესრიგდება, საავადმყოფო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამიდან მოიხსნება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …