დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და “ბლოკ ჯორჯიას” შორის არსებული უთანხმოების საკითხი განიხილა.
არსებული მდგომარეობა ხელს უშლის პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების , განსაკუთრებით კი, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მისაღები მომსახურების მიწოდებას.
ჯანდაცვის სამინისტრო ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს და ”ბლოკ ჯორჯიას” 48 საათიან ვადას აძლევს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად. თუ აღნიშნულ ვადაში მდგომარეობა არ მოწესრიგდება, საავადმყოფო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამიდან მოიხსნება.