6 თვის ანდრია ჭიბოშვილს სასწრაფო დახმარება ესაჭიროება. ახლობლების განცხადებით, ექიმებმა მას თანდაყოლილი გულის მანკის დიაგნოზი დაუსვეს.
პატარა ანდრიას გადასარჩენად გულის სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, რომელიც თურქეთში უნდა ჩატარდეს, ამისთვის კი 8000 ევროა საჭირო. ოპერაციისთვის აუცილებელი თანხა ოჯახს არ გააჩნია.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა „თიბისი ბანკში“ გახსნილ შემდეგი ანგარიშის ნომერზე შეუძლიათ:
“თიბისი ბანკი” GE96TB7961545061600003
მიმღები ანა ჭიბოშვილი.
თანხის ჩარიცხვა ასევე, შესაძლებელია ბილაინიდან ტელეფონის ნომერზე: 0-901-701-124.
საკონტაქტო ტელ: 568-80-38-80, ანი ჭიბოშვილი.